დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა “ჯიუტი”.
“დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად. ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს.
სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქცია ბათუმის პორტში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციის ათამდე მონაწილე დააკავა, რუს ტურისტებს კი ლაინერი ავტობუსებით დაატოვებინეს.