საქართველოს პარლამენტთან ასობით მოქალაქე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს.
საკანონმდებლო ორგანოში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ხუთშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, დღეს ემსჯელათ.
აქციის მონაწილეები ორი საათის წინ დაიშალნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც კანონპროექტების განხილვის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.