spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება.

მოქალაქეები ერთი კვირაა ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ.

გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე არიან როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ისე სამოქალაქო აქტივისტები.

მათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისმის შეძახილებიც.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი ჩიტაძის ქუჩაზე არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნები და დაჩქარებული მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები