პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
პარლამენტთან სამართალდაცველები არიან მობილიზებული.
საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი არ შეუშვეს და მათ უთხრეს, რომ არ არიან ბიუროს წევრები და სხდომას ვერ დასწრებიან, თუმცა პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ ბიუროს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით არ იმსჯელებენ.