პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
საზოგადოების წევრები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებენ.
შეკრებილებს შეუერთდა ქალთა მოძრაობის მარში, რომელიც რუსთაველზე რესპუბლიკის მოედნიდან მივიდა.