spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს მოწინააღმდეგეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეურთდნენ.

 

მანამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაძრული აქციის მონაწილეები დანარჩენ სტუდენტებს რუსთაველის მეტროსთან შეუერთდნენ. 

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ხვალ, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მესამე მოსმენის დღესაც შეიკრიბებიან.

 

დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. პარლამენტთან შეკრებილებმა დღეს მათი გათავისუფლებაც მოითხოვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები