spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

 

პოლიცია მობილიზებულია ჩიტაძის ქუჩაზეც, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები ეზოში შედიან.

 

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, რომელზეც პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელონ.

 

აქციის მონაწილეების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ვეტო არ უნდა დაძლიონ, რადგან “რუსული კანონი” ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს, რაც დაუშვებელია.

 

კიდევ ერთი აქცია პარლამენტის წინ 17:00 საათზეა დაგეგმილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები