spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. პატიმრების ოჯახების წევრები  ხელისუფლებისგან პასუხს ელიან პარტია “გირჩის” ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც  საყოველთაო ამნისტიას ეხება. აქციის მონაწილეები აღნიშნულ კანონს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

 

“ჩემი ოჯახის წევრია ციხეში, მეზობელთან მოუვიდა ჩხუბი. მეზობლის ქალი დაიცვა და 7 წელი გამოუტანეს განაჩენი დაცვისთვის და იქნებ ჩვენც გაგვიწიონ შეღავათი და დაგვიბრუნონ ძმები, მეუღლეები.

 

ოჯახი ვდგავართ უკან და ჩვენ უფრო ვისჯებით, ვიდრე ისინი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 

“მოთხოვნა არის ის, რომ განიხილონ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი. როგორც გავიგეთ, ორი თვით გადადეს მისი განხილვა.

 

გვინდა, რომ  არჩევნებამდე როგორღაც მოესწროს.  როგორც ჩვენ, ისე  პატიმრები ელოდებიან ამ საყოველთაო ამნისტიას.

 

10 000 პატიმარია დღესდღეობით საქართველოში და 40 000 პრობაციონერია, ძალიან ბევრი ხალხია, ვინც ამას ელოდება”, – განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

 

ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტს “გირჩმა” წარუდგინა, თუმცა 5 მარტს “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადადო

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები