spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

პარლამენტთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.

აქციის ხუთი მონაწილე 16 დღეა, შიმშილობს. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე პარლამენტთან დაბრუნდა.

შუქრუთელების თქმით, ისინი პროტესტი არ შეწყვეტენ და უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

“უკიდურეს ზომას მივმართეთ, ამოვიკერეთ პირი. ჩამოვედით, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ ჩვენი გასაჭირი. ჩვენი მეგობარი სასწრაფომ გადაიყვანა, ძალიან ცუდად იყო. როდესაც გონს მოვიდა თავისი ხელმოწერით დატოვა საავადმყოფო და ისევ ჩვენთან იმყოფება. რთულია 16 დღე საკვების გარეშე ყოფნა. ამ წვიმაში ვდგავართ პარლამენტთან და არ გვაძლევენ კარვის გაშლის უფლებას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდი იქნება. ჩვენ აქ ვიდგებით სანამ არ დაინტერესდება ხელისუფლება ჩვენი გასაჭირით”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღეს შუქრუთელების უწყვეტი პროტესტის 189-ე და შიმშილობის მე-16 დღეა. გაფიცულებიდან ხუთს პირი აქვს ამოკერილი.

ისინი კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. პროტესტში ჩართვის გამო შპს “მაღაროელმა” 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

შუქრუთელები პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას მოითხოვენ.

კომპანია აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეებს სრულად აქვთ მიღებული საკომპენსაციო თანხები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები