პარლამენტის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები აქციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომის პარალელურად მართავენ. ისინი ბიუჯეტში სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების გათვალისწინებას ითხოვენ.
სტუდენტების თქმით, რომ ისინი უკვე შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჯაბა სამუშიას და ახლა უნდათ თავიანთი ხმა დეპუტატებს გააგონონ.
ახალგაზრდებით განცხადებით, თუ პარლამენტარებს მათი ხმა უნივერსიტეტიდან არ ესმით, ახლა მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმართავენ.
“ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის ბიუჯეტში დაფიქსირდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით პოზიცია და სახელმწიფოს მხრიდან გამოიყოს შესაბამისი თანხები, რომ საერთო სტუდენტური საცხოვრებელი აშენდეს. აუცილებელია, რომ კანონმდებლებმა, პოლიტიკოსებმა გაიაზრონ თავისი როლი ამ პროცესში და იზრუნონ სტუდენტების სოციალური პოლიტიკის მოგვარებაზე“, – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრმა საბა ქინქლაძემ.