spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან სტუდენტების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ არის დაორგანიზებული.

სტუდენტების მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.

მათი განცხადებით, როგორც „ქართული ოცნებაა“ თვითგამოცხადებული, ისინიც ამ ფორმულირებით იმოქმედებენ.

“დღეს, ჩვენ გამოვდივართ პარტია “სიბრძნე სიცრუისა“ სახელით, ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, არჩევნებზე მოვიდა მოსახლეობის უმრავლესობა და ამ უმრავლესობიდან 50%-ზე მეტმა დაგვიჭირა მხარი. საარჩევნო კომისია დავაკომპლექტეთ ჩვენ და შედეგებიც დავიწერეთ თვითონვე. არავინ არ გვაღიარებს, ხალხი არ გვაღიარებს, არალეგიტიმურები ვართ, დასავლელი მეგობრებიც არ გვაღიარებენ, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს თავს. თქვენ დაგისვამთ კითხვას, ვართ თუ არა ლეგიტიმურები?! ჩემი აზრით, არავის თვალში ლეგიტიმურები არ ვართ. ეს კითხვა თუ გაგიჩნდებათ, დაუსვით „ქართულ ოცნებას“, რადგან ზუსტად იგივე გააკეთეს, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ზუსტად იგივე გავაკეთეთ, რაც “ოცნებამ“. ახლა მოვედით აქ, რომ დავამტკიცოთ მთავრობა“, – განაცხადა სტუდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები