spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

აქციას უერთდებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, კინემატოგრაფისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები.

 

გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდაა. მათი თქმით, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

 

ორ კვირაზე მეტია, ჭიათურელი მაღაროელები გაფიცული არიან, 10 მაღაროელი კი მერვე დღეა, შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები