უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას 28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოაწერენ ხელს.
პეტიციას ხელს მოაწერენ პარტია “დროა”, პარტია “ლელო საქართველოსთვის”, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”, მოძრაობა “სირცხვილია”, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველები”.