პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის იყო დაპირისპირებაც, რის გამოც, მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
აღნიშნული ფაქტის გამო, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩიტაძის ქუჩის პარალელურად, დაძაბულობაა 9 აპრილის ქუჩაზეც. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს.