პარლამენტთან აქციაზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გამოიყენა. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება წყლის ჭავლის მანქანა.
ცოტა ხნის წინ ისმოდა გამაფრთხილებელი მოწოდება აქციის მონაწილეების მიმართ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით ტერიტორია რამდენიმე მეტრით უკან დაახევინეს.
გამაფრთხილებელი მოწოდება მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც ისმის.
განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.