“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსი ალექსანდრე სარიშვილი, შტაბის უფროსის მოადგილე თორნიკე ტიკაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მამათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, სხვადასხვა პროექტზე, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ემზარ თევდორაძე და ვერიკო კვირკველია, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე და ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრები.