spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარტია “საქართველოსთვის“ მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატს დებატებში იწვევს

პარტია „საქართველოსთვის“ მარტვილის ადმინისტრაციული ერთეულების ტალერისა და კურზუს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ბიგვავა მეორე ტურში თავის კონკურენტ კანდიდატს დებატებში იწვევს.

 

“მინდა კიდევ ერთხელ მივმართო არჩევნების მეორე ტურში ტალერი-კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ ბატონ მინდია გაბისონიას და გამოვიწვიო დებატებში. ვესაუბროთ მოქალაქეებს – ჩვენს პრიორიტეტებზე, ხედვებზე თუ როგორ ვგეგმავთ ვემსახუროთ ტალერისა და კურზუს მაცხოვრებლებს. მოქალაქეები იმსახურებენ შინაარსობრივ დებატებში შეაფასონ საკუთარი სოფლების განვითარების გეგმები“, – მიმართავს ბიგვავა კონკურენტს.

 

ტალერი-კრუზუს ერთეულში მეორე ტურში გამარჯვებისთვის პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი ზურა ბიგვავა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – მინდია გაბისონია იბრძვიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები