პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი უშუალოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ზეწოლის განმახორციელებელ პირს – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ასახელებს.
“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არის შემთხვევები ჩვენი პარტიის აქტივისტების ზეწოლასთან დაკავშირებით. კონკრეტული შემთხვევა განხორციელდა ჩემი ოჯახის წევრების – დედის და დეიდის მიმართაც. ისინი მუშაობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და დაიბარეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში და მოსთხოვეს განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა. ამგვარი საქციელი ჩემი აზრით, უღირსი საქციელია და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, მათ ეშინიათ ჩვენი აქტიურობის.
მინდა მივმართო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, რომ აღნიშნული მეთოდებით ბრძოლა მოძველებულია და შეიცვალოს მეთოდები“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი.