spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარტიების რეიტინგი – Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონის მეთოდით: “ქართული ოცნება/ხალხის ძალას” 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: “ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი” 17.3%, “ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი” 12.8%.

 

კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის – გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%.

 

ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი – იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და “ალტინფოს” 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%.

 

1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის – ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

 

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

 

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები