spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარტიის “საქართველოსთვის“ სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარტიამ „საქართველოსთვის“  ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის საპასუხოდ პარლამენტში  კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარტიის საპარლამენტო გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს წარადგინა.

 

ინიციატივა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობის ინდექსაციის წესით, ოჯახის თითეულ წევრზე ყოველწლიურად გაზრდას ითვალისწინებს, უკვე წელს (2022) ეს ზრდა თვეში 15-20 ლარი იქნება. 

 

როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა პასუხობს  ქვეყანაში უკიდურესად დამძიმებულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც განსაკუთრებით ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებზე აისახება, რომელთა რაოდენობამაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს – 650 ათას ადამიანს მიაღწია.  

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ; მაშინ, როდესაც 2015 წლიდან დღემდე ფასები გაორმაგდა (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინფლაციამ 14 %-საც კი მიაღწია – რაც ბოლო 11 წლის ანტირეკორდია) და საარსებო მინიმუმი ქვეყანაში შეადგენს 168 ლარს, ხოლო საარსებო შემწეობა საარსებო მინიმუმზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. 

 

პარტიას “საქართველოსთვის”  მიაჩნია, რომ სოციალური დახმარების ზრდისა და ინდექსაციის კანონის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის.

 

პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივას საფინანსო კომიტეტეტის სხდომაზე მხარი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები