spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ჰყოფნის პოლიტიკაში ყოფნის დაანონსება, გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი”

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„ანალიტიკოსებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა შანსები აქვს გახარიას და როგორ. ჩემი პრეროგატივა არ არის, ამაზე ვიმსჯელო. ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა. ასევე მთავარი კითხვა არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვერსად გაექცევა, დაწყებული 20 ივნისიდან, ზვიად რატიანის საქმე და ბევრი სხვა მძიმე საქმიდან, რომელიც მას უკავშირდება. ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ჰყოფნის პოლიტიკაში ყოფნის დაანონსება. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები