46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღსაყდრების 46-ე წლისთავზე ქადაგებისას განაცხადა.
“ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო.
ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული გვაძლიერებდა ჩვენ.
ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის. ჩვენთან არს ღმერთი”, – განაცხადა პატრიარქმა სიონის საპატრიარქო ტაძარში.