spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით

ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი.

“ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ – ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა.

ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით.

გისურვებთ დიდ წარმატებას. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთან ხართ”, – განაცხადა პატრიარქმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები