spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს, სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!

საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

 

“სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.

 

სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!

 

აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები