spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა

საპატრიარქო ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

 

“გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, – ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.

 

იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

 

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები