spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – ლია სალაყაიას სახელი ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლია სალაყაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

“ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის.

 

მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად, დიდებთან თუ პატარებთან, პატიმრებთან თუ უცხოეთში მყოფ ქართველებთან, ჯარისკაცებთან თუ ეკლესია-მონასტრებში, უჩვეულოდ მოსიყვარულე, დაუზარელი, გულანთებული ლია მასწავლებელი ყველგან იყო და ყველასთვის იყო.

 

ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმინდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება.

 

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს მისი სვლა.

 

უფალმან ლიას უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივართ, მოანიჭოს ლოცვის ძალა და თვისი შეწევა, ამინ!”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpatriarchgeorgia%2Fposts%2F132052452414553&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”588″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები