სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ ხარების დღესასწაულს.
ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში.
როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით “გამარჯობაო”; ჩვენ უნდა ვუთხრათ “გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად.
სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა პატრიარქმა.