spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის მშობლებს და ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორე ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის მშობლებს და ახლობლებს უსამძიმრებს. 

 

“მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს

 

ბატონო დავით, ქალბატონო ანა,

 

დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.

 

აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.

 

ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.

 

ღმერთი იყოს თქვენი შემწე”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები