spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარეს დავით თარხან-მოურავს და გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს შეხვდა.

 

როგორც ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებმა განვითარებასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

დავით თარხან-მოურავმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია. 

 

მან ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების სამომავლო მხარდაჭერასა და განვითარებაზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები