ანგლოსაქსებს სურთ, რუსეთს და ევროპას შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდეს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ანგლოსაქსები დიდი ხანია, წარმოადგენენ არასტაბილურობის მთავარ წყაროებს მსოფლიოში, არ ერიდებიან საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებას, აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ აგრესიულ ხასიათს.
უკრაინაში ანგლოსაქსების უშუალო ხელმძღვანელობით აღორძინდა ნეონაცისტური რეჟიმი, ნაციონალურ-ფაშისტურმა იდეოლოგიამ დაიწყო აქტიურად შეღწევა მასობრივ ცნობიერებაში.
ამავდროულად, თავად უკრაინას ანგლოსაქსები იყენებენ, როგორც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტს. მიზანი – რუსეთის დათრგუნვა, მათი წარმოსახვითი უპირატესობის შენარჩუნება და სხვის ხარჯზე ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. ისინი ელიან, რომ წარმატებას მიაღწევენ კონფლიქტების გაღვივებაში, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმედოვნებენ, რომ კონფლიქტების გაღვივებით კვლავ გადაჭრიან დაგროვილ ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის უზარმაზარი სახელმწიფო ვალის პრობლემას, რომელმაც 30 ტრილიონ დოლარზე მეტს მიაღწია“, – განაცხადა პატრუშევმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და მათ სატელიტებს არა მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება სურთ, არამედ საომარი მოქმედებების გადატანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.