spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრუშევი – მჯერა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, “აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა”.

“ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა.

მე მჯერა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი”, – აცხადებს პატრუშევი.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და გამოძიებაზე საუბრობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები