spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაველ ბოგომაზოვი – წერილი მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან ერთად დაწერა

კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პაველ ბოგომაზოვის განცხადებით, წერილი, რომელიც სააკაშვილის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი დაწერილია.

 

“ეს წერილი მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებთან ერთად დაწერა”, – განუცხადა ბოგომაზოვმა Front News-ს.

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ლარისა სარგანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის წერილი, უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს, ყალბია.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.

 

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით ​შინაპატიმრობას მოითხოვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები