spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაველ ჰერჩინსკი – მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი

მიუღებლად მიგვაჩნია ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

“მინდა, დავადასტურო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არის მკაფიო – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

 

ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები