ვიოლა ფონ კრამონი თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ელჩმა.
ვიოლა ფონ კრამონი პირველ აპრილს მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადა.