spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაველ ჰერჩინსკის დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები ხვდებიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები ხვდებიან.

ისინი ელჩისთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ, თუ რა ვითარებაში დააკავეს მოქალაქეები და როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები.

ჰერჩინსკისთან შეხვედრისას საუბარი შეეხება “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელსაც.

დაკავებული აქტივისტებიდან რამდენიმეს სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საპატიმროში მყოფი აქტივისტებიდან კი რამდენიმემ შიმშილობა გამოაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები