უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ უნდა იყოს დამოკიდებული მის მთელ ტერიტორიაზე სრულ კონტროლზე, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა მომავალ წლებში შეძლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებას. ასეთი შეთანხმება შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთი დიდი ხნით დაიკავებს უკრაინის ნაწილს, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოების საზღვრების შეცვლაზე თანხმობის გარეშე.
“არ მგონია, რომ მთელ ტერიტორიაზე კონტროლის სრული აღდგენა იყოს წინაპირობა. თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ეს ადმინისტრაციული საზღვარი შეიძლება მივიჩნიოთ დროებით და მივიღოთ უკრაინა ნატოში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის იმ დროს გააკონტროლებს“, – განაცხადა პაველმა.
ამის მაგალითად მან გერმანია დაასახელა, რომელიც იყო გაყოფილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაყოფა ყველა დასავლურმა ქვეყანამ არ მიიღო, გერმანიის ნაწილი ნატოში მიიღეს.
“ასე რომ, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკური, ასევე იურიდიული, რათა უკრაინას მიეცეს ნატოში გაწევრიანება ალიანსის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში ჩათრევის გარეშე“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.