spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პავილიონისი – ახლაა დრო, ხვალ შეიძლება, იყოს დაგვიანებული, გამოიყენეთ ეს მომენტი, არ დაუშვათ შეცდომები

დღეს ჩვენ გული გვაქვს გახსნილი თქვენთვის. გამოიყენეთ მომენტი, შეახტით ბოლო ვაგონს იმიტომ, რომ კარი იხურება. არ მოხდეს ისე, რომ კარი დაიხუროს, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ასე ხშირად არ ხდება, რომ გერმანელები, ბრიტანელები, ფრანგები ერთად ვიმყოფებით. ჩვენ კიევიდან ჩამოვედით, სადაც რუსული აგრესია მიმდინარეობს. დღეს ჩვენ გული გვაქვს გახსნილი თქვენთვის. გამოიყენეთ მომენტი, შეახტით ბოლო ვაგონს იმიტომ, რომ კარი იხურება. არ მოხდეს ისე, რომ კარი დაიხუროს.

 

ახალგაზრდები უნდა გავითვალისწინოთ. დაეხმარეთ ამ ქვეყანას, დაიცვას თავისი ევროპული მომავალი. ახლაა დრო, ხვალ შეიძლება, იყოს დაგვიანებული. გამოიყენეთ ეს მომენტი, არ დაუშვათ შეცდომები. ამერიკის უმაღლესი რანგის დიპლომატი აქ იმყოფება. ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები და არა აგენტები”, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები