საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი ეხმაურება.
“ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს, ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზა რუსული წარსულისკენ. ნაცვლად იმისა, რომ გააძლიეროს მომავალი თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირისა და ნატოს შიგნით”, – წერს პავილიონისი.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 99.65 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,09 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.58% აქვს.