ვიღაც ცდილობს, რომ მოიპაროს თქვენი დემოკრატია, თქვენი სწრაფვა ევროპისკენ და ნატოსკენ, არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფლება არ არის მოცემულობა, ამიტომ ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა.
“ვიღაც ცდილობს, რომ მოიპაროს თქვენი დემოკრატია, თქვენი სწრაფვა ევროპისკენ და ნატოსკენ, არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი და გახსოვდეთ – არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი, ეს არის პოლონეთის გზა, ეს არის გერმანიის გზა, ეს არის საფრანგეთის გზა, როგორ უნდა გახდე ევროპის ნაწილი. თავისუფლება არ არის მოცემულობა, ამიტომ ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა, რომ გახდეთ ევროგაერთიანების წევრი. თქვენ ხართ ევროპა“, – განაცხადა პავილიონისმა.