spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პავლიუკი – ფრონტი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება, უკრაინა კონტრშეტევით მოქმედებებს გეგმავს

სიტუაცია ფრონტზე რჩება რთული, მაგრამ კონტროლირებადი, უკრაინა წელს კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.

 

პავლიუკის თქმით, რუსი ტერორისტები ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მოსმენილი საუბრების მიხედვით, მტერი მათაც კი, ვინც ფრონტზე მომზადების გარეშე მივიდა ერთი-ორი კვირის წინ, თავდასხმაში უშვებს.

 

“ყველაფერი კეთდება ინიციატივის ხელში ჩასაგდებად. ჩვენი ამოცანაა ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია, მტრის მაქსიმალურად განადგურება, რაც შეიძლება მეტი გადაჯგუფება და კონტრშეტევითი ოპერაციები წელს. ჩვენ ეს გამოგვივა, სიტუაცია სტაბილიზდება“, – განაცხადა პავლიუკმა.

 

სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე ცხელი ადგილია დარჩენილი, სადაც ყოველდღე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები თავდაჯერებულად აკავებენ და დიდ ზარალს აყენებენ მტერს.

 

“ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დავასტაბილურებთ სიტუაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჯარები აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ”, – აღნიშნა პავლიუკმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები