პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
ახლობლების ინფორმაციით, მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაახლოებით ერთი საათის წინ პედიატრს ოჯახის წევრები ეძებდნენ. ახლობლები აცხადებდნენ, რომ ჩახუნაშვილი სახლიდან მეგობართან შესახვედრად გავიდა, მანქანა სახლთან ახლოს იპოვეს, ექიმს კი ვეღარ უკავშირდებოდნენ.