spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენიტენციური სამსახური – დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა.

 

“საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედშია“ გადაყვანილი. მას  მიმდინარე წლის 13 ნოემბერს  covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). 

 

მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.   

 

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა “ვივამედში” მოთავსდა და  მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები