სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში წუხელ გადაიყვანეს.