spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი  თავს კარგად  გრძნობს და არ აქვს ჩივილები. სააკაშვილი  პირველადი ჯანდაცვის გუნდის  მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

“მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს  N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას  ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი.

 

დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი – სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების)  კონსულტაციები. საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება.

 

მსჯავრებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ. მსჯავრდებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა”, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები