spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენიტენციური სამსახური უქმეების მიუხედავად, სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური 1-დან 10 იანვრამდე გამოცხადებული უქმეების მიუხედავად, სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.

 

უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება: ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება; პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებები მხოლოდ 1-2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები