სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
“მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.
როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა.