spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

 

მათივე ინფორმაციით, ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. 

 

“მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 

 

ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები