spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენტაგონი – ჩინეთმა ბირთვული იარაღის მარაგი საგრძნობლად გაზარდა

გასული წლის განმავლობაში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბირთვული იარაღის მარაგი. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირების თქმით, პეკინმა ასამდე ბირთვული ქობინი შექმნა, – ამის შესახებ პენტაგონის ანგარიშშია აღნიშნული.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, ჩინეთს არსენალში 500-ზე მეტი ბირთვული ქობინი ჰქონდა, დაახლოებით 100-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.

 

გასულ წელს ანგარიშში პენტაგონი აღნიშნავდა, რომ პეკინი სწრაფად ახდენდა ბირთვული ძალების მოდერნიზებას, თუმცა შეფასდა, რომ ის აძლიერებს თავის ბირთვულ ძალებს შედარებით ნელი ტემპით და 2035 წლისთვის 1500 ბირთვული ქობინი ექნება.

 

თუმცა, პენტაგონი ახლა პროგნოზირებს, რომ ჩინეთი აპირებს 2030 წლისთვის 1000-ზე მეტი ბირთვული ქობინის განთავსებას, რაც გააძლიერებს მის სტატუსს, როგორც მსოფლიოში მესამე ბირთვული ძალის ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები