spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენტაგონი – რუს ოკუპანტებს უკრაინაში საკვების, საწვავის და ტანსაცმლის პრობლემაც კი აქვთ

რუს სამხედროებს უკრაინაში საკვების და საწვავის, ტექნიკის პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“მათ პრობლემები აქვთ საწვავთან და საკვებთან, ასევე მარაგთან და მართვად საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც აქამდე არასდროს ჩაუტარებიათ, უკვე ერთი თვეა გრძელდება. ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი რესურსების შევსების პრობლემა“, – განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

 

მისი თქმით, რუს სამხედროებს პრობლემები აქვთ ლოჯისტიკის, კომუნიკაციისა და თბილი ტანსაცმის კუთხითაც, რის გამოც იყინებიან.

 

პენტაგონის ინფორმაციით, ასევე პრობლემაა რუსული სამხედრო გემებისთვის საწვავის დეფიციტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები