პენტაგონში აცხადებენ, რომ დიდი რუსული სამხედრო კოლონის კიევის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.
“ჩვენ კვლავინდებურად მივიჩნევთ, რომ კოლონა შეჩერებულია და რუსებმა წინსვლაში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეჭრიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.